ახალი ამბები მთავარი სამართალი

16 წლის გოგონა, რომელიც თემქაზე მე-6 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

16 წლის გოგონა, რომელიც თემქაზე, რამდენიმე დღის წინ, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას კლინიკაში ადასტურებენ.

შემთხვევა 20 აპრილს მოხდა. როგორც შსს-ში “მეტრონომს” უთხრეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში “მეტრონომს” განუმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას გოგონა კონტაქტური იყო. ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

 

იტვირთბა....