თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დღეს აღარ გაიფიცებიან, “ერთობა 2013”-ის ინფორმაციით, სადაც მეტროპოლიტენის 300 თანამშრომელია გაწევრიანებული, მათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცეს კონსენსუსის მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტროპოლიტენის თანამშრომლები 30 დღის შემდეგ გაიფიცებიან.
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის 45%-მდე გაზრდას ითხოვს. დედაქალაქის მერმა კი მათ ხელფასის მომატებაზე კატეგორიული უარი უთხრა.
იტვირთბა....