პრეზიდენტის სხდომიდან წასვლის საკითხზე კომენტარი “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
“მე პრეზიდენტი მარგველაშვილი არ მომწონს. ზოგადად არც მაშინ მომწონდა , როცა თქვენ შემოგვთავაზეთ პრეზიდენტად და არც მიდი დღევანდელი საქციელია მოსაწონი. მაგრამ აქ ღირსება ახსენა უმრავლესობის წევრმა და აღნიშნეს, რომ რეგლამენტის დარღვევა არის ღირსების საქმე.
პრეზიდენტი, რომ წავიდა შეურაცჰყოფაა, რომ არ მოსულიყო ისიც ანალოგიურად, მაგრამ იმ რეგლამენტში რომ წერია მინისტრები უნდა გამოცხადდფნენ სხდომებზე, და ბოდიში და ფეხებზე რომ იკიდებ და მშვიდად მათ ნდობას უცხადებთ და პრეტენზიასაც არ უყენებთ წელიწადია, მაშინ ღირსების საკითხი არ დგას? ეხლა ვერ გავიგე თუ ღირსების საკითხია რეგლამენტი ამ საკითხზე სამოქალაქო ომს არ უნდა მართავდეთ და როცა მინისტრები წლის განმავლობაში ოპოზიციის დაძახებულს იგნორს უკეთებენ და თქვენ დაგცინიან, მაშინაც გაგახსენდეთ ხოლმე ღირსება”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

