მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის წლიური ანგარიში გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან ბევრ საკითხზე ყურადღება არ გაამახვილა. მისი თქმით, საზოგადოებამ გიორგი მარგველაშვილის მიერ, წლიური ანგარიშის მოხსენებისას მთავარი აქცენტები ვერ დაინახა.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა არ ისაუბრა შეწყალებებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მარგველაშვილმა ყოველგვარი ანალიზის გარეშე შეიწყალა პირები.
“თქვენ პასუხები გაქვთ გასაცემი შემდეგ კითხვებზე: მაგალითად, შეწყალებებთან დაკავშირებით, რატომ ხდება, რომ კონვეინერული სისტემით, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე ხდება პირთა შეწყალებები, რომელთაგანაც დაახლოებით 60-80%-ზე მეტი იჯდა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, და 9,10 ათასი პატიმრიდან თქვენ 3 ათასზე მეტი შეიწყალეთ თქვენი საპრეზიდენტო ვადის პირობებში. თქვენ შეიწყალეთ ადამიანი, რომლის საქმის განხილვა არ იყო დამთავრებული სამივე ინსტანციის სასამართლოში. შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მოახდევინეთ 3 წელი და შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით მოხდა ეს ყველაფერი.
თქვენ მიერ, უკანასკნელ წლებში შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი. შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა სახის დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია. აქედან 40 ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევაა.
ბოლოს წლის განმავლობაში 21 ისეთი დამნაშავე შეიწყალეთ, როდესაც ყველა მათგანს ცალსახად ცუდი დახასიათება ჰქონდა.”- აღნიშნა მდინარაძემ.
დღეს, პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. ამ წუთებში დებატები მიმდინარეობს. დეპუტატები პრეზიდენტს კითხვებს უსვამენ.