“ახალი მემარჯვენეები” ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს. “მეტრონომთან” კაციტაძე ამბობს, რომ მარგველაშვილთან ამ თემაზე ჯერჯერობით კონსულტაციები არ ჰქონიათ, თუმცა მისგან უახლოვეს მომავალში პოზიციას გაიგებენ. პოლიტიკოსის თქმით, წესით მან რამდენიმე დღეში ან კვირაში უკვე უნდა გააჟღეროს საერთოდ აპირებს თუ არა მან კენჭი ხელახლა იყაროს.
ის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან კანდიდატის დასახელებას არ დაელოდოს, რადგანაც მათ შეიძლება აგვისტოში გადაწყვიტონ ვინ იქნება მათი კანდიდატი. ამიტომ მარგველაშვილს საკმაოდ დააგვიანდება და ის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას ვეღარ შეძლებს.
“ქვეყანას უპარტიო პრეზიდენტი სჭირდება იმისათვის, რომ ოპოზიციურმა ძალებმა გაერთიანება შეძლონ. ამიტომ მარგველაშვილის კანდიდატურა ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე სასურველი და მისაღებია. მას საზოგადოების მხრიდანაც გარკვეული მხარდაჭერა აქვს და გამოცდილებაც. მარგველაშვილთან კონსულტაციები ჯერ არ გვქონია და მასთან საუბარს უახლოეს დღეებში ვაპირებთ.
მას ვურჩევ, რომ თუ გადაწყვეტილი აქვს კენჭი განმეორებით იყაროს, “ოცნების” კანდიდატის დასახელებას ნუ დაელოდება. მმათველმა გუნდმა განაცხადა, რომ სავარაუდიდ, კანდიდატს ზაფხულში დაასახელებენ. მათ შეიძლება აგვისტოში წარადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატი, ამიტომ მარგველაშვილი მათ არ უნდა დაელოდოთ, რადაგანაც საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გაუჭირდება”,-განაცხადა კაციტაძემ “მეტრონომთან”.
ოპოზიციის ერთი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატზე მსჯელობს. ამ მიზნით შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამსტერდამში, მიხეილ სააკაშვილთანა შედგა. მეორე ნაწილი კი არჩევნებში დამოუკიდებლად, საკუთარი კანდიდატურით აპირებს წარდგენას.