aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას მიესალმება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერია ვარდების რევოლუციის მოედნისთვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიწებას მიესალმება.

“ჩვენ ამ წამოწყებას მივესალმებით, განსახილველად არის 20 დღიანი ვადა საჭირო, რათა გადაწყვეტილება უკვე იქნას მიღებული. თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას”, – განაცხადა კალაძემ.

ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს წევრები 2 მაისის სხდომაზე იმსჯელებენ.

“თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს”, – ამბობენ დედაქალაქის საკრებულოში.

იტვირთბა....