ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “უფრო და უფრო ნაკლები ხალხი მიდის არჩევნებზე, მათ პარტიების ნდობა დაკარგეს”

ეს არ არის ახალი ფენომენი.  “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური” მოძრაობის ორივე ნამსხვრევი, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი არიან, ჯამურად უმცირესობაში არიან, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDA) მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების რეიტინგს.

“ეს არ არის ახალი ფენომენი.  “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური” მოძრაობის ორივე ნამსხვრევი, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი არიან, ჯამურად უმცირესობაში არიან. ერთდერთი, რაც წინასთან შედარებით,  NDI-ის ამ კვლევაში შეცვლილია, გახლავთ ის, რომ ნიჰილიზმის ხარისხი გაიზარდა. უფრო ნაკლები ხალხი ამბობს, რომ არჩევნებზე წავა. მათ დაკარგეს იმის იმედი, რომ რაღაც გამოჩნდება, რაც მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან ცუდია”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას 26% “ქართულმა ოცნებმა” მიიღო, ხოლო 8%-ით მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობა” გავიდა.

იტვირთბა....