ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ყველა ადამიანს უფლება აქვს ჰქონდეს და გამოხატოს აზრი და ჩვენი უფლებაა დავიცვათ თითოეული ადამიანი,
სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა. მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციურად მინიჭებული ადამიანის უფლებაა.
რაც შეეხება მისი გადადგომის მოთხოვნას, კილაძემ საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და დამატებით განმარტებებზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პარლამენტის შენობასთან ერთდროულად ორი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აპირებდნენ სირცხვილის დერეფანი მოეწყოთ სოფიო კილაძისთვის, რადგან მან განაცხადა, რომ წელს 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე არ აღინიშნება.