ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საია-ს თავმჯდომარე: “გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ით გაიზარდა”

„გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ით გაიზარდა“ – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

მისი თქმით, გადასატანი ყუთით სარგებლობის ობიექტური საფუძველი გადამოწმების შემდეგ დაგინდება, თუმცა 25 უბანში დაფიქსირებული რაოდენობის ზრდა ეჭვს ბადებს.

„გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ით გაიზარდა. შეიძლება ეს ფაქტი უკავშირდებოდეს ხმების მობილიზებას. ზუსტად 25 უბანზე დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი. რამდენად იყო ობიქტური საფუძველი, ამას გადამოწმების შემდეგ ვიტყვით, თუმცა 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანში დაფიქსირებული ზრდა ეჭვს ბადებს“, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პირველ არხთან საუბრისას.

იტვირთბა....