ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ლუკაშენკო: “კვირიკაშვილი 75% რუსი ადამიანია”

ლუკაშენკომ კვირიკაშვილის შესახებ პარლამენტში ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერი 75%-ით რუსი ადამიანია. ამის შესახხებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

“როგორც ჩვენი პრემიერი კობიაკოვია, ისევეა საქართველოს პრემიერმინისტრიც, უბრალოდ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება.

ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და საქართველოც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც”, – აცხადებს ლუკაშენკო.

იტვირთბა....