ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზოდელავა: “დაკითხვაზე ჩემს დაბარებას პოლიტიკური სარჩული აქვს”

ამ წუთებში ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მთავარ პროკურატურაში კითხავენ. ზოდელავასთან კითხვები ტელეკომპანია იმედის საქმეზე აქვთ. ყოფილი პროკურორი მიიჩნევს, რომ  დაკითხვაზე მის დაბარებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

სააკაშვილის მთავრობის მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ტელეიმედის საქმესთან შეხება არ ჰქონია.

„ივანიშვილმა სამეგრელო სამთავროებად თუ სათავადოებად, კონკრეტულ კლანებს გადასცა. მაგალითად, შონიას, შენგელიას, იზორიას, ბესელიას კლანს.  სამეგრელოში “ქართული ოცნების” რაოდენობა უტოლდება საჯარო მოხელეების რაოდენობას და მათი ოჯახის წევრებიც არ არიან მათი მომხრეები.  ამ ორიოდე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს თითქმის ყველა რაიონის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. სამიოდე კვირის წინ სამეგრელოს რეგიონში გაათავისუფლეს თანამდებობიდან თითქმის ყველა პოლიციის უფროსი და სამხარეო პოლიციის უფროსი. ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. ჩვენ გავაქტიურდით სამეგრელოში და კონკრეტულ კორუფციულ თემებზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია ,,იმედის“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების უკანონო შეჩერებისა და ტელეკომპანიის წილების იძულებით დათმობის დანაშაულებრივ ფაქტებს.

იტვირთბა....