ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “არანაირი კრიზისი გუნდში არ არსებობს”

თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არანაირი კრიზისი გუნდში არ არსებობს – შეიძლება გარკვეულ ძალებს და ადამიანებს სურვილი ჰქონდეთ, რომ გუნდში იყოს განხეთქილება, გუნდში იყოს კრიზისი, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს.

კახა კალაძის განმარტებით, გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს ნორმალურია.

“რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ეს ნორმალურია – კონკრეტულ საკითხებზე გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა. შეურაცხყოფის მიყენება, რა თქმა უნდა, ცუდია და კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ზოგადად, გუნდში.

აზრთა სხვადასხვაობა კი ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. მე მგონი გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანს ჰქონდა მორგებული ყველაფერი საკუთარ თავზე და ის იღებდა გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ჩამოყალიბდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. ბევრია სამუშაო და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....