ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული ივანიშვილი ხეების ჩრდილიდან გამოვიდა”

ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით, – ასე ეხმაურება საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

“ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს.

იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

იტვირთბა....