ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბოკერია: “ივანიშვილის იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან ადასტურებს იმას, რომ “ქართულ ოცნებაში” ღრმა კრიზისია”

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა, მისი იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან უბრალოდ ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში.

ბოკერიას თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნება ქვეყანას ვერ უშველის და მისი განმარტებით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის, ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთი რამ, ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დასრულებული, მთელი ამ გუნდით დასრულებული, ამათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე, მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....