დღეს “ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე მივიდა და სხდომას ესწრება. შეხვედრას კი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
ამ თემასთან დაკავშირებით გია ხუხაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა. (მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ)
„როდესაც ქო-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ “ბი-ს დღევანდელ შეხვედრაზე დასწრების შესახებ ინფორმაცია აქვს, მაგრამ არ იტყვის”, ეს ასე ითარგმნება – ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ უტყდება ამის აღიარება“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.