ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტი ახალ პარტიას ქმნის

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პარტიას ქმნის და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებიტ ის კონსულტაციებს მართავს, ხვდება სახოგადოების ცნობილ სახეებს, წერს გაზეთი “ჟამანაკი.”

“სარქისიანს ესმის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჯობია იყოს რომელიმე გაერთიანების ხელმძღვანელი. არჩევნებში გამარჯვება კი პოლიტიკურ ცხოვრებაში მის როლს განსაზღვრავს.”-წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ  სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარქსიანის გადადგომის შემდეგ ოპოზიციის აქტივისტები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მოქმედი პარლამენტი ძველი შემადგენლობით უნდა შეიცვალოს და ამასთან, უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსიც, რათა არჩევნების ჩატარება თავისუფალ და თანაბარ პირობებში მოხდეს.

სომხეთში ოპოზიციის აქტივისტი აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დადგა სომხეთი და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ხალხის წარმომადგენელი  უნდა გახდეს.

კოდექსის შეცვლამდე ხალხის წარმომადგენელი უნდა დარჩეს ამ პოსტზე და მხოლოდ არჩევნების შემდეგ ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ახალი პრემიერი.

იტვირთბა....