aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კასპში მომხდარ ყაჩაღობის პაქტზე, კიდევ ერთი პირი იძებნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 2 პირი, მესამეს დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

დაკავებულები სოფელ აღაიანში მცხოვრები ჯუმბერ ფეიქრიშვილი და ზურაბ ბეჟუაშვილია. ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია და2013 წლის  ამნისტიით არიან გათავისუფლებული. ბეჟუაშვილის ოჯახისთვის უცნობია რისთვის დააკავეს ის.

ყაჩაღობაში მონაწილეობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ის იმ დროს სახლში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა ვერაფერი იპოვა.

რაც შეეხება ფეიქრიშვილს მან საპატიმრო დაახლოებით 1 წლის წინ დატოვა და მეზობლების ინფორმაციით სახლიდან თითქმის არ გადიოდა და სოფლის მეურნეობას ეწეოდა.

დაკავების შესახებ ადგილობრივებმა ტელევიზიით გაიგეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ჩადენილი 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

იტვირთბა....