ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: “ივანიშვილმა ლაზიკის პორტი “თიბისი”-სთან ერთად ჩაიგდო ხელში”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ ივანიშვილს საქართველოს დასავლეთ ნაწილი აქვს მიტვისებული.

“ივანიშვილს აქვს მოტაცებული დასავლეთ საქართველოს… წარმოიდგინეთ  საქართველოს ტყის ფართობების მესამედს, თბილისში ყველაზე ცენტრალური ადგილის 70%-ს აკონტროლებს. ლაზიკის პორტი “თიბისი”-სთან ერთად ჩაიგდო ხელში. ბათუმში ჩაიგდო ე.წ. ბათუმის პორტი.

რუსეთის შემდეგ საქართველოში ყველაზე დიდი ოკუპანტი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე არის რუსეთის გაგრძელება. სამი ბანკის მეშვებით ის აკონტროლებს 10 ქართველიდან 7-დის ბიუჯეტს. აკონტროლებს ყოველ მეორე პენსიონერს და შესულია ბიზნესის ყველა სფეროში”, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....