ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი მიწისქვეშა პარკინგები თბილისში ფასიანი იქნება

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ახალი მიწისქვეშა პარკინგები, რომლებიც დედაქალაქში მოეწყობა, ფასიანი იქნება.

დღეს მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. საუბარია 715 საპარკინგე ადგილზე. მიწისქვეშა პარკინგები გაკეთდება გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე.

“მიწისქვეშა პარკინგები არის კერძო ინვესტიციები, ბიზნესპროექტები და ადგილები იქნება ფასიანი, თუმცა ქალაქში გვაქვს საკმაოდ ბევრი მუნიციპალური პარკინგი, რომელიც ასევე ფასიანია, თუმცა დაწესებულია წლიური გადასახადი. ინტერესთა გამოხატვა ითვალისწინებს პირველ ეტაპზე ტექნიკური და ეკონომიკური კვლევის ჩატარებას, ეს დაახლოებით, 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შემდეგ კი გაფორმდება მშენებლობის ხელშეკრულება” – თქვა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცემერმა აღნიშნა, რომ პარკინგების მშენებლობა იმ შემთხვევაში დაიწყება თუ დადგინდება, რომ პროექტები უსაფრთხოა.

იტვირთბა....