ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინიდან ქართველი “კანონიერი ქურდი” გააძევეს

ქალაქ დნეპრში უკრაინის პოლიციამ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად თენგო პიტერსკი დააკავეს და თურქეთში გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამართალდამცავებმა გაავრცელეს.

“დადგენილია, რომ თენგო პიტერსკი ბორისპოლის აეროპორტში 2018 წელს ჩავიდა, იქიდან ქალაქ დნეპრში გაემგზავრა. მამაკაცმა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალული აქვს, შეიცვალა გვარი, აიღო ახალი პასპორტი და უკრაინაში ჩამოვიდა, სადაც დაუკავშირდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს და მათთან გავლენის სფეროების გადანაწილებაზე მოლაპარაკებებს მართავდა”,-წერია უკრაინის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....