ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს და ხვალ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში 25 აპრილს ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 24 – 25 აპრილს +19, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

იტვირთბა....