ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს”: კასპში მომხდარი ყაჩაღობის დეტალები

კასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა. როგორც დაზარალებული საბინა ალიოღლი “რუსთავი 2”-თან აღნიშნავს, წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. მის თქმით, ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს.

„სამი კაცი დაგვესხა თავს ნიღბებით. დაგვაბეს. ამოიღეთ ფული რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო იმ დღესვე მოგჭრით თავსო “-ამბობს საბინა  ალიოღლი.

“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 179-მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....