ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ხარშილაძე: “სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ღირებული არაფერი შეიცვლება”

სომხეთში მიმდინარე პროცესებზე, ტელეკომპანია“პირველის ეთერში“  საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამპუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ღირებული არაფერი შეიცვლება.

„ჩვენ ვუყურებთ შედეგენბს, მაგრამ უნდა შევხედოთ რა იყო მიზეზები. ესაა ბოლო 20 წლის განმავლობაში სომხეთში წარმოებული პოლიტიკა, რომელიც რამოდენიმე ძირითად ნიშნულზე დგას. პირველ: ყარაბახის თემა, მერე – გენოციდის თემა და მესამე დიასპორის თემა.

ეს სამი ფრაგმენტი არავის გაუქრია, ვერც ამ გამოსვლებმა გააქრო და არამგონია ამ სამი თემიდან რომელიმე გაქრეს დღის წესრიგიდან და ზუსტად რომ ამ სამი თემის მძევალია სომხური პოლიტიკა, იმიტომ რომ მას აქვს ყარაბახი, რადგან ის ცდილობს გენოციდზე მუშაობას და რომ ჰყავს ამხელა დიასპორა, რომელსაც აქვ ამხელა გავლენა, განსაკუთრებით რუსულს (მოსკოვში მცხოვრებ დიასპორას).

ძალიან რთული წარმოსადგენია სომხეთში რაიმე ღირებული შეიცვალოს, სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. მოგეხსენებათ, რომ ამ გამოსვლების მიზანი არ ყოფილა საგარეო პოლიტიკის შეცვლა“ – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებოდნენ, რის შედეგადაც სარგისიანმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....