„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი კერძო, არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება. საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტების” თავმჯდომარე გიორგი ლომია მეხუთეა დღეა, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში იმყოფება და წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს. რის შემდეგაც, როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მოსკოვში უკვე კერძო ხასიათის და ლეგიტიმაციას მოკლებული ვიზიტით ჩავლენ.
თავად ლომია „რუსთავი 2-თან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მოსკოვში მოსამზადებელი ვიზიტით იმყოფება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი შეხვედრების დეტალებზე „კურიერთან“ არ საუბრობს.
„ცდილობთ, გამომძალოთ ინფორმაცია, რომ ჩამოვალ, მერე გავაკეთებ კომენტარს,“- განაცხადა ლომიამ.
წყარო: “რუსთავი 2”.