ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტი არის მავნებელი“: ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთ-ერთ ტელევიზიაში „შპარგალკა“ დარჩათ

ხელისუფლების წარმომადგენლებს „შპარგალკა“ დარჩათ ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც დაგვირგვინებული იყო ტერმინი „პრეზიდენტი არის მავნებელი“- ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა:

„ჩვენ არაერთი შეტევა ვნახეთ პრეზიდენტზე სხვადასხვა საბაბით ერთი საერთო სლოგანით. ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს „შპარგალკა“ დარჩათ ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც დაგვირგვინებული იყო ტერმინი „პრეზიდენტი არის მავნებელი“. ეს „შპარგალკა“ აჩვენებს იმ შავ პიარს, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჯერ იყო პრეზიდენტის სასახლის თემა, შემდეგ იყო შეწყალების თემა და ა.შ. მათი გამაერთიანებელი არის მოხდეს შეტევა პრეზიდენტზე და მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციებზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

იტვირთბა....