კახეთში, ქალაქ თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს “ოპელის” მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის გოგონა „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა. “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ შეჯახების შედეგად ახალგაზრდამ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
იტვირთბა....