ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სომხეთის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა 49 აქტივისტი დააკავეს

სომხეთის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა 49 აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირევლი არხი ავრცელებს.

დაკავებულების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან და არცახის ქუჩიდან აიყვანეს. სამართალდამცავები მომიტინგეებს მეგაფონით მოუწოდებენ, აქცია უკანონოა და დაიშალონ.

შეგახსენებთ, რომ არცახის ქუჩაზე მანამდე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპიერბა მოხდა.

სამართალდამცველებმა ხმოვანი ყუმბარა გამოიყენეს. შემდეგ კი აქციის ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი აიყავანეს.

წყარო: პირველი არხი

იტვირთბა....