აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებმა აქცია დროებით შეწყვიტეს. მონაწილეები თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აგარიდან ფეხით, მსვლელობით ჩავიდნენ და ქარხნის დახურვის მიზეზებზე პასუხს ითხოვდნენ. მათი მოთხოვნ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იყო.
აქციის მონაწილეებს დღის ბოლოს ბიზნესომბუდსმენი შეხვდა. ირაკლი ლექვინაძე მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ საწარმო მუშაობას, დაახლოებით, ორ თვეში აღადგენს.