ფიფა-ს ვებგვერდიდან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, სადაც სავარაუდოდ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც იგულისხმებოდა, უკვე აღებულია.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს ოფიციალურ გვერდზე რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოთა შორის სავარაუდოდ, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც არის ნაგულისხმევი.
ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი 18 სახელმწიფოს ესაზღვრება.
“1ტვ”-ის ინფორმაციით, გეოგრაფიულად რუსეთი 16 ქვეყანას ესაზღვრება, აქედან 14-თან რუსეთს აქვს სახმელეთო საზღვარი, ორთან კი (აშშ, იაპონია) საზღვაო.
აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც არის ნაგულისხმევი.