“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“რაის სისტემის შემოქმედი და ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ვინ გაღირსებდა შე ინფუზორია. სადღეღამისო მდივანი იყავი და შარდიან პრეზერვატივზე დაგა@@ნეს და გაგიშვეს. მერე ვალერა ცერცვაძემ წაგიყვანა და იქ ყავდი პატარა ზონდერად და მანდატურები და სხდომის მდივნები რომელ მიტინგზე წავიდოდნენ, იმას აკონტროლებდი. სულ ეგაა შენი მდიდარი ბიოგრაფია, ახლადგამოჩეკილო ბლოგერო, შარდიაშვილო ვანო”, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ეს სტატუსი ასევე სოციალურ ქსელში ვანო ზარდიაშვილის განცხადებას მოყვა.
“გვარამიამ აღიარა და გაუმხილა საზოგადოებას, რომ თვითონ და მისი ტელევიზია მთელი ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ ჩემ წინააღმდეგ ტყუილებით გაჯერებულ შტურმს. ორი წელი უმტკიცებდნენ საზოგადოებას, რომ მე ვიყავი ადეიშვილის მარჯვენა თუ მარცხენა ხელი.
ვითომ, ჩემი და არა გვარამიას შემოქმედება იყო ეს სისტემა.
და ამავე დროს, დღეს, 2018 წელს აღიარებს, რომ 2005 წელს, 13 წლის წინ, როცა 22 წლის ვიყავი, გამიშვა ადეიშვილმა სამსახურიდან.
ეხლა ჩამოყალიბდეს გვარამია – მე გამიშვეს სამსახურიდან, თუ ფავორიტი ვიყავი?
არადა, ჩემი მაქსიმალური პოზიცია 2012 წლამდე იყო „განყოფილების უფროსი“ მერიაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და სასამართლოში.
ჩემს ზედა ვერტიკალში იყო, მინიმუმ, 4000 თანამდებობის პირი.
ისიც ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილებებს – პოზიტიურს თუ სასტიკს, იღებდა, მაქსიმუმ, 10 თანამდებობის პირი, მათ შორის, გვარამია.
რაც შეეხება ნარკოტესტირებას, მე მაშინაც, 13 წლის წინ და ახლაც; ახლაც (ხაზს ვუსვამ) მზად ვარ, გვარამიასთან და პრეზიდენტთან ერთად გავიარო ნებისმიერი შემოწმება!
მაგრამ რად გინდა?
პატარა ცრუპენტელა, „ტელეიმედის“ დამრბევი და უამრავი სისაძაგლის „გამპრავებელი“, დღეს საზოგადოებას ანახვებს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მცველია!
ეს ბრძენთაბრძენი ვერ ამჩნევს, რომ მარგველაშვილი იმდენად დახარბებულია შეწყალებებს – რომ სასამართლოების დასრულებასაც არ ელოდება, ისე იწყალებს ბრალდებულებს! მედიაზონდერ გვარამიას, პრეზიდენტ მარგველაშვილს, საიას ყოფილ სამ ხელმძღვანელს – კოჟორიძეს, დოლიძეს და ნაცვლიშვილს (რომლებიც მარგველაშვილის „გაპრავებით“ არიან დაკავებულები) შევახსენებ კონსტიტუციას, მართლმსაჯულების პრინციპებს:
სასამართლო სამი ინსტანციით მსჯელობს პირის დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე! სიხარბით, პირადი ინტერესით, არაკომპეტენტურობით თუ არაკვალიფიციურობით მათ საერთოდ უგულებელყვეს ადამიანის უფლება – დაამტკიცოს თავისი სიმართლე და სახელმწიფო ბრალდების მხარის უფლება – დაადასტუროს პირის ბრალეულობა.
პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკოლოზ თავაძე, რომელმაც განზრახ მიაყენა 5 ჭრილობა საბა უგრეხელიძეს დანით.
შეწყალება მოხდა პირველი ინსტანციის დადგომის შემდგომ.
პრეზიდენტი, მინიმუმ, უნდა დალოდებოდა სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას.
აქ აზრი აღარ აქვს მის მიერვე წარგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მსჯელობას და გადაწყვეტილებასმ რადგან, რა განაჩენიც უნდა გამოიტანონ, თავაძე უკვე შეწყალებულია „მათემატიკოსების“ მიერ.
ზემოთ აღნიშნულ კომენტარებში 4 ფაქტი მოვიყვანე, რომლებშიც აშკარად ჩანს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები შეიწყალა პრეზიდენტმა აბსოლუტურად ულოგიკოდ.
4 უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება 3600 გადაწყვეტილებიდან, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
აქ რთული არაა, ივარაუდო, რომ პრეზიდენტის შეწყალებებში უამრავი ასეთი ფაქტი იქნება და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
მის მიერ შეწყალებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ, როგორც ეთერებიდან მოვისმინეთ, 500 შემთხვევას უკვე ასცდა.
იმის მაგივრად, რომ აღიაროს და ბოდიში მოიხადოს, ისევ აგრძელებს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას და ახლა კიდევ ახალი სტანდარტების შემუშავებაზე დაიწყო საუბარი. რა ახალი სტანდარტის შემუშავევა უნდა ცოლის ძმის, მკვლელების და ნარკორეალიზატორების არ შეწყალების ცოდნას”, – წერს ზარდიაშვილი.