ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოგი წულაია: “თურქი ილოცებს წითელჯვრიან დროშაზე? ქალაქს მიხედონ 65 000 დროშის 3 ბოძისთვის რომ ხარჯავენ”

3 ბოძის დაგება ყველაზე დიდი 15 000 ლარი დაჯდება, ხოლო ახლა 65 000 ლარი გამოყვეს. ეს კატასტროფა, თაღლითობა და მამაძაღლობაა, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია.

“3 ბოძის დაგება ყველაზე დიდი 15 000 ლარი დაჯდება, ხოლო ახლა 65 000 ლარი გამოყვეს. ეს კატასტროფა, თაღლითობა და მამაძაღლობაა. ქუთაისი მომაკვდავი ქალაქია და აქ ქართველი აღარ დარჩა. ქუთაისი რჩება ჩინელს, რომელიც ოხრადა არის შემოყვანილი, თურქსა და ინდოელებს. ვერ გავიგე ახლა წითელჯვრიან დროშაზე თურქი ილოცებს? ფულის შოვნას ქალაქს მიხედონ ის ჯობია. პატარა იშოვე, ძმაო, მაგრამ ქალაქის სასიკეთო გააკეთე და ისე.. მართლა, მაგათი დედა ვატირე, რა..”, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ დროშის 4 დგარის გასაკეთებლად 65 651-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. თანხა ქუთაისის ბიუჯეტიდან არის განსაზღვრული.

იტვირთბა....