ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამტრედიის მოსახლეობამ მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა

ადგილიბრივები გზაზე სატვირთო მანქანებს არ ატარებენ. მათი თქმით,სოფლის ცენტრალურ გზაზე დღეში ხუთასამდე სატვირთო გადაადგილდება, რის გამოც მუდმივად დამტვერიანებაა.

მათი მტკიცებით, გზის რებილიტაცია არ ხდება, რის გამოც სოფელში ცხოვრება შეუძლებელია.

მოსახლეობასთან შესახვედრად სამტრედიის მერი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ.

მათი განცხადებით, მოსახლეობას რამდენიმე დღეში მიაწვდიან ინფორმაციას თუ რა გზით არის შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება.

სამტრედიის მერის ვალერიანე ფოცხვერია ეთანხმება მოსახლეობის მოთხოვნებს და პირობას დებს, რომ მერია ყველაფერს გააკეთებს მათი პრობლემების უახლოეს პერიოდში მოსაგვარებლად.

იტვირთბა....