სირიის ქალაქ ალეპოს სამხრეთ ნაწილში მდებარე ირანულ ბაზაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქების შედეგად ოცი ირანელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას interpressnews.ge აქვეყნებს ტელეარხ CNN Turk-ზე დაყრდნობით.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა არსებული ინფორმაციით, აფეთქებამდე სამხედრო ბაზის თავზე თვითმფრინავები შენიშნეს. არ გამორიცხავენ სარაკეტო დარტყმას.
გამოცემის თანახმად, ვიდრე კოალიცია სირიაზე დარტყმას მიიტანდა, ამ ბაზიდან ცოცხალი ძალა ევაკუირებული იყო.