ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მაიკ პენსი: “რუსეთი და ირანი ისტორიის არასწორ მხარეს დგანან”

„რუსეთი და ირანი ისტორიის არასწორ მხარეს დგანან“, – გაანცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. მისი განცხადებით, რუსეთი იმით იქნება ცნობილი, ვისთან მეგობრობს ის და დროა რუსეთი შეუერთდეს იმ ერების ოჯახს, რომლებიც ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობენ.

“დროა რუსეთმა გაიაზროს ის მესიჯი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ საღამოს გადასცა, რომ რუსეთი იმით იქნება ცნობილი თუ ვისთან მეგობრობს. რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღო ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობაზე. ახლა კი ჩვენ საზარელი სურათი დავინახეთ, რაც მონსტრი ასადის მხეცობის შედეგია. რუსეთი მხარს უჭერდა ამ რეჟიმს. დრო მოვიდა რუსეთი შეუერთდეს იმ ერების ოჯახს, რომლებიც გმობენ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას. რუსეთი და ირანი ისტორიის არასწორ მხარეს დგანან”, – განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 აპრილს, გამთენიისას აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის კოალიციამ სირიაში ავიადარტყმები განახორციელა.

იტვირთბა....