ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სერგეი ლავროვი სირიაში კოალიციის ავიადარტყმებს გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სირიაში კოალიციის ავიდარტყმებს გამოემხაურა. მისი თქმით კოალიციის გადაწყვეტილება  „არამართლზომიერი და მიუღებელია“.

„საუბარი წავა იმაზე, როგორ ახსნიან ჩვენი პარტნიორები მათ აბსოლუტურად არამართლზომიერ და მიუღებელ გადაწყვეტილებას. ამერიკის პრეზიდენტიც, ბრიტანეთის პრემიერიც და საფრანგეთის პრეზიდენტიც საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ აქვთ მტკიცებულება იმისა, რომ ქიმიური იარაღი ბაშარ ასადმა გამოიყენა”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის კოალიციამ სირიაში ავიადარტყმები განახორციელა.

იტვირთბა....