ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ერდოღანი სირიაში კოალიციის ავიადარტყმებს დადებითად აფასებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯიფ თაიპ ერდოღანი სირიაში კოალიციის მიერ დღეს გახორციელებულ ავიადარტყმებს „გამართლებულს და სწორს“ უწოდებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“წარმოუდგენელია, ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული ქიმიური თავდასხმების უპასუხოდ დატოვება. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ოპერაციას გამართლებულად და სწორად მივიჩნევთ”, – აცხადებს  რეჯეფ თაიპ ერდოღანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის კოალიციამ სირიაში ავიადარტყმები განახორციელა.

იტვირთბა....