ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დავით ჭიჭინაძე: “ქართული ოცნება” არავის საკუთრებაა და სიებსაც ვერავინ შეადგენს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გასარიცხი დეპუტატების სიას ვერავინ შეადგენს, ხოლო “ქართული ოცნება” არავის კერძო საკუთრებაა.

„არავის არ უნდა ეგონოს, რომ “ქართული ოცნება” არის ვინმეს კერძო საკუთრება. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად ძალაუფლებაში მოსული პარტია და ყოველივე მის წევრს, რიგითს, არამარტო დეპუტატს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

პარტია არ შედგება მარტო დეპუტატებისაგან, ამიტომ რას ნიშნავს დისციპლინის დამყარება, მე მგონი ეს არასწორი გამოთქმაა და სიების შედგენა მე თვითონ ზოგადად ვთვლი რომ სიას ვერავინ ვერ შეადგენს რა. ეგრე სიები ჩვენც შეგვიძლია შევადგინოთ მაგრამ რა ძალა ექნება ამ სიას,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....