გუშინ, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
მებაჟეების ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტს აეროპორტში სამგზავრო ჩანთა დარჩა და სწორედ ეს იყო სპეცრაზმის მობილიზების მიზეზი. მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა აეროპორტში ტერორისტული აქტი მომხდარიყო. თვითმხილველების ინფორმაციით, აეროპორტიდან სპეცრაზმა მგზავრების და პერსონალის ევაკუაცია განახორციელა.
“გზა გადაკეტილია, მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. სპეცრაზმი სრულ აღჭურვილობაშია. პერსონალი ევაკუირებულია შენობიდან,” – წერს შემთხვევის შესახებ ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი, გიორგი ფხალაძე.