ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: Freedom House-ის ანგარიში ხელისუფლებისთვის “წითელი ბარათია”

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, ანგარიში არის “წითელი ბარათი” ქართული ოცნებისთვის”.

გავრამიას თქმით, საუბარია იმაზე, რომ ერთადერთი მსხვილი ნაციონალური კრიტიკული არხი “რუსთავი 2”-ია და მისი მაუწყებლობა არის კრიტიკულად აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიისთვის. ხოლო   “რუსთავი 2”-ის დღესდღეობით არსებობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩარევის შედეგია.

„ეს შეფასება, მსოფლიოს უმსხვილესი დემოკრატიის სტანდარეტბის დამდგენი ორგანიზაციისა, არის წითელი ბარათი “ქართული ოცნებისთვის” და ამ პარტიამ, რომელიც დღეს ხელისუფლებაში იმყოფება უნდა იფიქროს იმაზე, როგორ შეცვალოს ვითარება, როგორ შეცვალოს საკუთარი თავი ხელისუფლებაში, იმდენად რამდენადაც, ამგვარად გაგრძელება შეუძლებელია,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გავლენიანმა ორგანიზაციამ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – მთავარ პრობლემებად არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა სახელდება. დემოკრატიული პროგრესის შეფერხების მაგალითად დოკუმენტში მოყვანილია “რუსთავი2”-ის საქმე.

იტვირთბა....