ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილი: “ტრამპი არასდროს იქნება პრორუსი პოლიტიკოსი”

საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩემი პროგნოზები უკვე მერამდენედ გამართლდა. მე ვამბობდი, რომ ტრამპი არასდროს იქნება პრორუსი პოლიტიკოსი და რომ პუტინს ბოლოს მოუღებს! რეიგანსაც კი არ უსაუბრია ასე საბჭოთა კავშირზე. ბრავო, დონალდ ტრამპ!“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

„რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....