ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაჭრილი მორაგბის პირველი კომენტარი

ვეძისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი, ლაშა საჯაია პირველ კომენტარს აკეთებს. რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, რომლიც ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მომხდარის დეტალებს იხსენებს, თუმცა ვინ იყო თავდამსხმელი ან რა მიზეზით მისთვის უცნობია. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

“არაფერი არ მახსოვს, როგორ გითხრათ არ ვიცი,“ – ამბობს ლაშა საჯაია.

ლაშა საჯაია ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ავტომანქანიდან მათი მისამართით გასროლა განახორციელეს, არ იცნობს. ექიმები, დაჭრილის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

ლაშა საჯაიას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი.

იტვირთბა....