ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: დისციპლინა დაირღვა და გაკეთდა არაკორექტული განცხადებები, რასაც პრემიერიც ეთანხმება

ცალკეული დეპუტატების მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება, მაგრამ ყველას ვთხოვ, ნუ აყვებიან ცალკეულ განცხადებებს – აცხადებს მამუკა მდინარაძე და ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათ შორის პრემიერი ეთანხმება შეფასებას, რომ რიგი დეპუტატების მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევას აქვს ადგილი. ამ კონტექსტში მდინარაძემ ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე და გედევან ფოფხაძე დაასახელა.

„გუშინ პარტიის ოფისში ამ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. ჩვენი შეფასებით, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან დისციპლინა დაირღვა და გაკეთდა არაკორექტული განცხადებები, რასაც პარტიის ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერ–მინისტრი დაეთანხმა. ამის მიუხედავად, ძალიან სამწუხაროდ ასეთი განცხადებები და პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება. ყველას ვთხოვ, ნუ აყვებიან ცალკეულ განცხადებებს. უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება. გაიმართება პარტიაში შეხვედრა. განიხილება ყველა განცხადება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....