ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიჭინაძე: “კობახიძე და მდინარაძე ძალიან გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში კვერცხებს დებს”

პარტიული დისციპლინა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დაარღვიეს, როცა პრემიერ–მინისტრის საპირისპირო განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. ამ კონტექსტში ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარეების ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის მაგალითები გაიხსენა და განმარტა, რომ როცა მათ აღარ მოსწონდათ ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის გუნდები, ის დატოვეს.

„ეს არ იყო მათი პრემიერ–მინისტრის საწინააღმდეგო პირველი განცხადება. შეგიძლიათ ყველაფერს გადახედოთ. ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ. ეს ხალხი ძალიან გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. ახლა ჯობს თავი შევიკავოთ კონფრონტაციის გაღრმავებისგან. ისინი გუშინდელ შეხვედრას საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. გუშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა დეპუტატის მონაწილეობით შემუშავდება გადაწყვეტილებების მიღების ფორმა, რაზეც ჩვენ ყველანი შევთანხმდებით და რაც აღარ უნდა დაარღვიო. პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა კოლეგის გადაწყვეტილებას ასე აუგად ეხმიანები. გამოსავალს უმრავლესობის შეკრებაში ვხედავთ – ჩვენ ვართ მოწადინებული ერთობისაკენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....