aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დემარში ბესელიას წინააღმდეგ”: ჭიჭინაძე “ოცნებაში” კიდევ ერთ დაპირისპირებაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობაში მომხდარ კიდევ ერთ დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდა. მისი თქმით, დეპუტატი მამუკა მდინარაძის გარემოცვის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის არსებულ უთანხმოება არსებობს. ამიტომ  დეპუტატების ნაწილის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ სანქციები იმ დეპუტატების მიმართ დაწესდა, რომლებმაც იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომაზე ეკა ბესელიას დემარში მოუწყვეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სანქცირებულთა შორის სავარაუდოდ იყვნენ ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, ანრი ოხანაშვილი და რატი იონათამიშვილი.

სწორედ ანალოგიური სანქციების ამოქმედებით იმუქრება დეპუტატი ჭიჭინაძე ამჯერად „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მიმართ და აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძე საპარლამენტო თანამდებობა უნდა დატოვოს. ჭიჭინაძე ეკა ბესელიასთან დაპირისპირებულ ბანაკში მყოფ რამდენიმე დეპუტატს „პორტირებულს“ უწოდებს.

„ფრაქციის თავმჯდომარე თუ არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარეს, მას მე მგონი მორალური უფლებაც ნაკლებად აქვს იყოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ მამუკა მდინარაძეს ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონია პარლამენტარიზმზე ზოგადად. ის გარემოცვა, რომელიც მას აკრავს და ეკა ბესელიას ვინც მოუწყო დემარში, ისინი პორტირებული დეპუტატები არიან და იქ იყო სანქციები. ოღონდ ოფიციალური სანქციები კი არა, არაოფიციალური სანქციები იყო და თუ მას ის ენატრება, ჩვენ შეგვიძლია ის დავაბრუნოთ, სადაც სანქციებია,“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ კოლეგა დეპუტატის მოსაზრებას, რომ მან ფრაქციის თავმჯდომარეობა უნდა დატოვოს, სერიოზულად ვერ უპასუხებს. მდინარაძე პრობლემების მოგვარების გზად, შიდა პარტიულ კონსულტაციებს ასახელებს.

„მე ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. როდესაც სერიოზულ კომენტარს ვერ ვაკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი შესაძლებლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დეპუტატის განცხადებიდან გავიგე,“-ამბობს მდინარაძე.

წყარო: “რუსთავი 2”.

იტვირთბა....