ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადგილობრივი მცხოვრები: “ჩემი სამშობლო ჰქვია და გადადგამ ორ ნაბიჯს და გიტაცებს ვიღაცა”

ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას და სასაფლაოზე გასვლას ვერ ახერხებს. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, სასაფლაოზე გასულ მოსახლეობას რუსი ჯარისკაცები უსაფრდებიან და იტაცებენ.

„ჩემს ტერიტორიაზე, ჩემი სამშობლო ჰქვია და გადადგამ ორ ნაბიჯს და გიტაცებს ვიღაცა. ვიღაცამ მისცა ამის ნება და საშუალება იმ ვიღაცას თორემ რატომ ადრე არ იყო ასე. იმისთანა საყვარელი ვიღაცეები არიან საფლავზე და მე იმის ნება არ მაქვს, რომ გადავიდე და ერთი ჭიქა ღვინო მაინც წავუქციო იმიტომ, რომ გადადგამ ერთ ნაბიჯს, ვიღაც წაგავლებს ხელს და წაგიყვანს,“- ამბობს რუსთავი2-თან საუბრისას სოფელ აძვის მცხოვრები იზო ნაირაშვილი.

წყარო: რუსთავი2

იტვირთბა....