ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზუსტად ვიცი, გედევან ფოფხაძე უმრავლესობას არ დატოვებს”

“მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გედევან ფოფხაძე უმრავლესობას არ დატოვებს. მე მას კარგად ვიცნობ. ის ჩვენს ფრაქციაში იყო და რამდენჯერმე პირადად მეუბნებოდა რომ აპირებდა გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ რომ ის ამას არ იზამს და თუ იზამს, ცოტა ხანში ისევ უკან დაბრუნდება” – ასეთი განცხადება გააკეთა ნინო გოგუაძემ “პირველის” პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს უმრავლეობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ. ამის მიზეზი საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევა გახდა. ფოფხაძის თქმით, ის ვერ დარცება იმ გუნდში, რომელიც ხმას აძლევს მართლადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლ პერსონას.

იტვირთბა....