ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება”: ე.წ. მინისტრი ხელისუფლებას პასუხობს

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ტყუილების თქმა შეწყვიტოს.

„აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა აჩვენოს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მეგობრული განწყობის რაღაც მსგავსი და საკუთარი ნამდვილი ზრახვები აღნიშნული ინიციატივების მიღმა დამალოს. აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება და ჩვენს ქვეყნებს შორის სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარება სტაბილურობისა და მომავალი თაობების განვითარებისთვის. ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს“- განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრმა.

დღეს მთავრობის სხდომაზე, გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამშვიდობო ინიციატივით მიმართავს.

პრემიერი ამბობს, რომ გეგმის მიზანი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახელობისთვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებაა.

იტვირთბა....