„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეეზღუდება.
“5 აპრილს, 06:00-დან 06:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1738 აბონენტს სოფელ დიღომში – მურადინ ფრიდონის, ხატაეთის, ჩალაპირების, ვაშაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე 228 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ქსოვრისი და მიმდებარედ; 12:00-დან 14:00 საათამდე – თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები და ფიჭვიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”- განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“