ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კონტრაბანდის გაჩენა” : სამადაშვილი პრემიერის სამშვიდობო ინიციატივის საფრთხეზე საუბრობს

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საქართველოს პრემიერის სამშვიდობო ინიციატივას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, საქართველოში  ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ეფექტი აარ უნდა დაბრუნდეს, რადგანაც ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ შესაძლოა, კონტრაბანდის გამოწვევები წამოიჭრას.

“ჩნდება არა ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელსაც უნდა ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება და როგორ აპირებს, რომ სახელმწიფო გაუმკლავდეს. პირველი არის კონტრაბანდის და არალეგალური ვაჭრობის გაჩენა. მეორე არის საფრთხე, რომელიც მსგავსმა სავაჭრო ურთიერთობებმა შეიძლება, შეუქმნას საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ კონფლიქტის მოგვარების მთავარი საკითხი რუსეთზე ზეწოლა უნდა იყოს.

დღეს მთავრობის სხდომაზე, გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამშვიდობო ინიციატივით მიმართავს.

პრემიერი ამბობს, რომ გეგმის მიზანი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახელობისთვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებაა.

იტვირთბა....