ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აღნიშნავს, რომ სასამართლოზე დაკითხული მოწმე იტყუება , როცა ამბობს, რომ მოკლულთან კავშირი არ ჰქონია. ამის მიზეზად კი ის ექსპერტიზის იმ დასკვნას ასახელებს, რომლის მიხედვითაც მის ტანსაცმელზე გარდაცვლილის სისხლი აღმოჩნდა.
„მოიტანეს ექსპერტიზის დასკვნა დღეს გაჟღერდა, რომ თურმე მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩემი შვილის სისხლი, მოწმე ამბობს ჩვენებაში, რომ ჩემს შვილთან შეხება არ ჰქონია. თუ შეხება არ ჰქონია, როგორ აღმოჩნდა ჩემი შვილის სისხლი მის ტანსაცმელზე?“-ამბობს სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.